Найдите исполнителя для вашего проекта прямо сейчас!
Разместите заказ на фриланс-бирже и предложения поступят уже через несколько минут.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი აყენებს იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს  თავისი ისტორიული პასუხისმგებლობის პირისპირ, იერუსალიმის პატრიარქისადმი მკაცრი წერილის გაგზავნით, ფანარში იერუსალიმის საპატრიარქოს

დელეგაციასთან შეხვედრიდან სულ რამოდენიმე დღის შემდგომ.

“ჩვენ ვერ ვიგებთ თუ როგორვერ წვდებით და აიგნორებთ კიდეც იმ მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მასშტაბებს,

რაც ამ ინიციატივას მოჰყვება“, პატრიარქმა ბართლომეოსმა  მისწერა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს, იმის ხაზგასმით, რომ  ეს „ოჯახური შეკრების“ინიციატივის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ „მიღებული ნორმების გადაგვარება და

მართლმადიდებლობის გაუცხოება მისი ეკლესიოლოგიური საწყისებისგან“.

მსოფლიო პატრიარქმა გასაგებად მიანიშნა იერუსალიმის პატრიარქს, რომ ამ უკანასკნელის ნამდვილი ზრახვები მისთვის აშკარაა.

მან ასევე ისაუბრა “აღნიშნული მცდელობის გაუგებარ კონტექსტზე“, რომელსაც ის ახასიათებს, როგორც „პრობლემურს“, რადგან არ იქნა

გამოკვლეული, თუ რა ფასად დაუჯდება აღნიშნული ინიციატივა დედაეკლესიას და რა

უპირატესობები გვექნება მისგან.

როგორც აღნიშნამსოფლიო პატრიარქმა, „თუკი თქვენი ნამდვილი საზრუნავი იყო ზოგადად ‘გამოწვევები

მართლმადიდებელ საზოგადოებაში კრიტიკულ პერიოდში’ მას შემდეგ, რის შესახებაც უკვე

გადაწყდა  ბოლოს ჩატარებულ  მართლმადიდებელ ეკლესიათა  წმინდა და დიდ კრებაზე, უპირველესად თქვენ უნდა მოგემართათ ჩვენთვის იმ დამატებით პრობლემებზე, რომლებიც კრებაში არ განხილულა, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენ მივაღწევდით შეთანხმებას“.  

„თუკიგვსურს, რომ ჩვენ მართლები ჩვენს თავთან და უფალთან, მაშინ ჩვენი მიზანი უნდა იყოს

მტკიცედ ჩაჭიდება ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მრავალსაუკუნოვანი პრინციპების

დაცვაზე უარის ფაქტზე, როცა აღნიშნულ მხარეს რუსეთის ფედერაცია დგას“  აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა პატრიარქ თეოფილესთან წერილში, შეახსენა რა, რომ „რიცხვობრივი უპირატესობა

არასდროს ყოფილა პროპორციული მართლმადიდებლური მორალისა“.

მსოფლიოპატრიარქის წერილში თითოეული აბზაცი ესაა იერუსალიმის პატრიარქისთვის სილის გაწნა,

როცა ნათქვამია, რომ მისი ქმედებები არამარტო კონსტანტინეპოლის ეკლესიის მიმართაა

დამაზიანებელი, არამედ თავად იერუსალიმის საპატრიარქოსთვის, ისევე როგორც მთლიანად

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია წერილი თავის საიტზე. 

Ссылка на оригинал https://orthodoxtimes.com/ecumenical-patriarchs-tough-response-to-patriarch-of-jerusalem/