Найдите исполнителя для вашего проекта прямо сейчас!
Разместите заказ на фриланс-бирже и предложения поступят уже через несколько минут.

პატრიარქმაკირილემ პროტოდიაკონ ანდრეი კურაევს მსახურება აუკრძალა

მოსკოვისა დასრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ გამოსცა ბრძანება ცნობილი ბლოგერისა და

მისიონერის, პროტოდიაკონ ანდრეი კურაევის მღვდელმსახურების შეჩერების შესახებ.

მიზეზად დასახელებულია ე.წ. „ელოხოვსკის“ ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ალექსანდრე

აგეიკინის ხსოვნის შეურაცხყოფა.ბრძანებაში ნათქვამია, რომ შეურაცხყოფა იყო საზოგადო

ხასიათის, და მოხდა მღვდელმსახურის გარდაცვალების დღეს. კურაევს აუკრძალეს

მსახურება ეპარქიული საეკლესიო სასამართლოს განხილვამდე.   დეკანოზი ალექსანდრე აგეიკინი გარდაიცვალა 21 აპრილს 48წლის ასაკში იმ გართულებების გამო, რაც გამოიწვია კორონავირუსის ინფექციამ. ანდრეი

კურაევმა ისაუბრა ამის შესახებ სოციალურ ქსელებში.  "თქვენს მიერ ღვთის განცხადების ტაძრისწინამძღვრის, დეკანოზ ალექსანდრე აგეიკინის საზოგადო შეურაცხყოფის გამო, მისი

მეუღლისა და შვილების მწუხარების არად ჩაგდებით, მისი აღსასრულის დღეს, რაც

ახასიათებს ამ ქმედებას, როგორც არამარტო უზნეოს, არამედ განსაკუთრებით ცინიკურს,

რამაც გამოიწვია რუსეთში მოღვაწე მღვდელმთავრებისა მღვდელმსახურებისა და ერის

ადამიანების შეშფოთება, ასევე თქვენი წარსული ქმედებების გათვალისწინებით, რომელთა

შესახებაც მომდიოდა საჩივრები, თქვენ გეკრძალებათ მღვდელმსახურება ეპარქიული

სასამართლოს მიერ აღნიშნულ ქმედებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე“. - განაჩინებს

ბრძანება. ანდრეი კურაევი თავის დროზე იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც თავის დროზე მიტროპოლიტ კირილეს

საპატრიარქო ტახტზე ასვლას უჭერდა მხარს. აღსაყდრებიდან მალევე, ეკლესიის მეთაურმა

აიყვანა მამა ანდრეი პროტოდიაკვნის ხარისხში.  ბოლო წლებში კი კურაევი გახდა რუსეთისმართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი გამოჩენილი სასულიერო პირის ოპონენტი. 2014 წელს

ის გაათავისუფლეს მოსკოვის სასულიერო აკადემიიდან, სადაც ის დიდი ხნის

განმავლობაში ასწავლიდა.(Оригинал http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=88097&fbclid=IwAR2Ooa2MEkNPM3CXPu4eV3JRHnWRl0zxG42mqnhq0kKqXw24-HwnAA67ycw)